logo_geo
eng_logo
დავით ოქიტაშვილი: სააკაშვილი „ფაროსანაა“, რომელიც 2003 წელს შემოესია საქართველოს
- +

4 ნოემბერი. 2017. 15:50


 

„სააკაშვილი „მატროსოვის ციხეში" უნდა იჯდეს და ისე უნდა მოექცნენ, როგორც თვითონ ექცეოდა ქართველ პატიმრებს", - აცხადებს კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი „რეპორტიორთან" საუბარში.

 

 

„სააკაშვილის ადგილი „მატროსოვის ციხეშია", საერთო კამერაში უნდა იჯდეს იმ პატიმრებთან ერთად, რომლებიც გააუბედურა და დღესაც იქ სხედან. მისი ადგილი ზუსტად იქ არის.

 

სააკაშვილს ქართველი ხალხი „კარგად დახვდება" და ციხის კარამდე მიაცილებს. „ფაროსანას" რომ გვეძახის ქართველებს, „ფაროსანა" თვითონ და მისი გუნდია, რომელიც 2003 წელს შემოესია საქართველოს. ქართველი ხალხი არასდროს მისცემს საშუალებას „ნაციონალურ მოძრაობას" და მის განშტოებებს, რომ ხელისუფლებაში დაბრუნდნენ.

 

მიკვირს, სააკაშვილს რომ კიდევ მხარს უჭერენ. ჩემს facebook-გვერდზე განვათავსე ვიდეო, სადაც ასახულია, 2008 წლის ომის პერიოდში სააკაშვილი და მისი მომხრეები როგორ ერთობოდნენ მასაჟისტებით, მეძავებით და რა თანხები იხარჯებოდა ამაში. დღეს კი  გამოდიან და იტყუებიან, რომ სამშობლო უყვართ და განიცდიდნენ 2008 წლის ომის ამბავს. სინამდვილეში კი, როდესაც მთელი საქართველო ომში დაღუპულ ბიჭებს გლოვობდა, სააკაშვილი ბათუმში მასაჟის კეთებით იყო დაკავებული", - განაცხადა ოქიტაშვილმა.

 

 

 

 




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner