რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ ტელეკომპანია „პირველის" ეთერში საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრა:
„ისეთი განვითარების ეტაპზე მყოფ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, პოლიტიკურ პროცესებზე საუბარი რთულია. როგორ შეიძლება, ამ პროცესებზე ვისაუბროთ, როცა ამ ქვეყანაში რეალური ოპოზიცია არ არსებობს, რომელსაც შეეძლება ოპონირება, ქვეყნის განვითარებაში მონაწილეობის მიღება, უკეთესი პროექტების შემოთავაზება და ა.შ. მარტოა დარჩენილი ის ჯგუფი, რომელიც მართავს ქვეყანას.
საქართველო არაა ისე აქტიური მსოფლიო ასპარეზზე და პოლიტიკურ კონიუნქტურაში, რომ დამოუკიდებლად წყვეტდეს მნიშვნელოვან საკითხებს. მაგალითად, ისეთ საკითხებს, როგორიცაა მიხეილ სააკაშვილი. კაცი, რომლის დანაშაულშიც საკუთარ დედას არ ეპარება ეჭვი", - აცხადებს გოგა ხაინდრავა.