logo_geo
eng_logo
დავით ნარმანია: გამგეობებს მიეცათ დავალება, დროულად დაეხმარონ მოსახლეობას
- +

17 აპრილი. 2016. 14:40


 


ძლიერი ქარის შედეგად დედაქალაქში საცხოვრებელი სახლები და მანქანებია დაზიანებული. შემთხვევის ადგილზე თბილისის მერი დავით ნარმანია იმყოფებოდა.



ოთხი მანქანაა დაზიანებული ძლიერი ქარისგან და წაქცეული ხეების შედეგად ათზე მეტი სახლის სახურავია გადახდილი. ვმოძრაობთ მთელი ქალაქის მასშტაბით, რათა დროულად მოხდეს ქალაქის მასშტაბით ტერიტორიების გასუფთავება.  მთავარია, მსხვერპლი არ არის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. გამგეობებს მიეცათ დავალება, რათა დროულად აღდგინონ დაზიანებული სახურავები  და დაეხმარონ მოსახლეობას", - განაცხადა დავით ნარმანიამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner