logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მჟავანაძე: მერაბიშვილი ნაადრევად ვერ დატოვებს საპატიმროს
- +

4 ნოემბერი. 2017. 21:16



„გვამების მოყვარული ხალხი თუ პოლიტიკაში დაბრუნდება, არ ვიცი. ხალხის მხრიდან არის უკმაყოფილება მის ვადამდელ გათავისუფლებასთან დაკავშირებით", - განაცხადა „უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძემ შს ექს-მინისტრის ვანო მერაბიშვილის ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხზე „რეპორტიორთან" საუბარში.

 

„სამართლებრივად შესაძლებელია, მაგრამ ამისთვის საჭიროა, რომ სასჯელაღსრულების სამინისტროში შესაბამისმა საბჭომ მისცეს მას რეკომენდაცია, რომ იგი შესაბამისად იქცეოდა. სასჯელაღსრულების სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურების მიერ, ვფიქრობ, ეს დასკვნა არ იქნება გაცემული და ის ნაადრევად ვერ დატოვებს საპატიმროს. სასჯელაღსრულების სამინისტრომაც გააკეთა ამის შესახებ განმარტება, რომ ასეთი რაღაც არ იგეგმება", - განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ.

 

მჟავანაძე მერაბიშვილის ადვოკატის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელიც შეეხებოდა შს ყოფილი მინისტრის გათავისუფლების შემთხვევაში პოლიტიკაში მის აქტიურად ჩართვას.

 

„გვამების მოყვარული ხალხი თუ პოლიტიკაში დაბრუნდება, არ ვიცი. ხალხის მხრიდან არის უკმაყოფილება მის ვადამდელ გათავისუფლებასთან დაკავშირებით. ვიცი, რომ 6 წელი უნდა მჯდარიყო ეს კაცი ციხეში. სამართლებრივ სახელმწიფოში დიდი სასჯელი შთანთქავს მცირეს სასჯელს. მიშას დროს კი სასჯელებს კრებდნენ. თუმცა, დღეს ამ ადამიანმა რომ ვადაზე ადრე დატოვოს საპატიმრო, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას უფლება აქვს, პოლიტიკაში დაბრუნდეს. რამის გაკეთების უფლებას ვერავის წაართმევ, მაგრამ მასზე ნაკლები დამნაშავეები არ არიან ბოკერია, ბარამიძე და სხვები. ამიტომ, გამორიცხული არაფერია. საზოგადოება ვერ მიიღებს გვამების მოყვარულ და ხალხის დამხვრეტ ადამიანს. კარგად ვიცით, რომ ყველა უბედურება ვანოსგან მოდიოდა", - განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner