ხანძარია თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანაში. როგორც imedinews- ს ადგილობრივებმა აცნობეს, ცეცხლის კერები, სავარაუდოდ, კოხტას გორას იმ ადგილზეა ისევ გავრცელებული, სადაც რამდენიმე დღე ხანძარი იყო სექტემბრის თვეში.
სოფლიდან კარგად ჩანს ხანძრის ძირითადი კერა, რომელიც ტყის მასივზეა გავრცელებული. ჯერჯერობით უცნობია, რა ფართობზეა ცეცხლი გავრცელებული.
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანის მახლობლად, კოხტას მთის ფერდობზე ხანძარი 2 სექტემბერსაც გაჩნდა. მის ლიკვიდაციას 11 დღე დასჭირდა.