„უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ჩემი აზრით, ის ვინც დგას „რუსთავი 2"-ის გვერდით და თანადგომას უცხადებს, ის დგას 9-წლიანი სისხლიანი რეჟიმის გვერდით. გვარამია ჯერ ხელისუფლებაში არ დაბრუნებულა და ახლა აცხადებს, რომ ყველა განსხვავებული აზრის მქონეს გაუსწორდება და თქვენ წარმოიდგინეთ, ეს ხალხი რომ დაბრუნდეს თავის პროპაგანდისტული მანქანით - „რუსთავი 2"-ით ხელისუფლებაში მართლა რას იზამს.
აი, მერე ვის გამოუცხადებთ სოლიდარობას „ნაცმედიასთან" ჩახუტებულო ჟურნალისტებო", - წერს მჟავანაძე.