logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ გაგუა: ლარის კურსი ძველ ნიშნულზე დავა, თუ ის გამოგონილ მოლოდინებს გასცდება
- +

4 ნოემბერი. 2017. 22:25



ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუამ „ქრონიკასთან" ინტერვიუში ლარის კურსთან დაკავშირებით ისაუბრა.


„ლარის კურსი ძველ ნიშნულზე დავა, თუ ის გამოგონილ მოლოდინებს გასცდება და ფუნდამენტური წონასწორობის წერტილს დაუბრუნდება.

 

როცა ვსაუბრობთ, რომ გაიზარდა ტურიზმი, ექსპორტი ფულადი გზავნილები, ყველა ეს ფაქტორი მოსახლეობამდე მიდის, საზოგადოების სხვადასხვა ტიპის ფენებში ილექება და როდის შემოვა ეს თანხმები ბაზარზე, გარკვეულწილად მოლოდინებზეა დამოკიდებული. მცურავი კურსის პირობებში, მერყეობების შესაძლებლობა, სამწუხაროდ, არსებობს. ჩვენ ბოლო პერიოდში საკმაოდ მაღალ მერყეობებს ვადევნებთ თვალს", - განაცხადა გაგუამ.


ეროვნულმა ბანკმა 2 ნოემბერს ლარის სავალუტო ბაზარზე არსებული მდგომარეობის შესახებ განმარტება გააკეთა. ბანკი ლარის გაუფასურებას მცურავ კურსს უკავშირებს და აცხადებს, რომ ეს დროებითია.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner