logo_geo
eng_logo
გიორგი კალანდია: ქილიკს ჯობია მოვრჩეთ და მეტი ვიკითხოთ!
- +

4 ნოემბერი. 2017. 23:39

 


ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ვისაც მაღაზია „ჰოე და მანის" (იგივე H&M) წარწერაში ასო დ-ს თავზე „შემოსკუპებული" ა გგონიათ რომ შეცდომით წერია, მაგრად ცდებით! არც ისაა სწორი, რომ ასე დაწერილს „ად" კითხულობთ. ქართულში წერის ასეთი მხატვრული მანერა ყოველთვის გამოიყენებოდა. საილუსტრაციოდ წარმოგიდგენთ მარიამისეული „ქართლის ცხოვრების" ხელნაწერ გვერდს, სადაც კავშირი „და" სწორედ ისეა დაწერილი, როგორც ზემოხსენებული მაღაზიის აბრაზე, ანუ ა შემოსკუპებულია დ-ზე. ასე რომ, მეგობრებო, ქილიკს ჯობია მოვრჩეთ და მეტი ვიკითხოთ წიგნები, მეტი ვიაროთ მუზეუმებში, სალაყბო დროც ნაკლები გვექნება და ბევრ საინტერესო რამესაც შევიტყობთ!" - წერს კალანდია.




 

 

 

 

 

 






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner