„უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„მინდა, მივმართო ქართული მედიის იმ ნაწილს, რომელიც აღშფოთდა გია კორკოტაშვილის ბილწსიტყვაობის გამო და მისი მედიიდან მოკვეთა და კოცონზე დაწვა მოითხოვა.
არც მედიის წარმომადგენელს და არც რიგით ადამიანს არ შეიძლება ჰქონდეს ორმაგი სტანდარტი გარკვეული საკითხების მიმართ. თუ თქვენი აზრით, ადამიანი რომელიც ბილწსიტყვაობს მედიამ უნდა დაბლოკოს, მაშინ გეკითხებით ჩემო კარგებო: რატომ გიზით ყოველდღე ეთერში ჟურნალისტად წოდებული ელისო კილაძე, რომელმაც თქვენი კოლეგების გიორგი მამაცაშვილის და ნინო ჯღარკავას შვილებს ისეთი შეურაცხყოფა მიაყენა, რომელსაც ჯანმრთელი და საღად მოაზროვნე ადამიანი არ იკადრებდა, რის დამადასტურებელ მტკიცებულებასაც თან ვურთავ ამ პოსტს. არცერთ თქვენთაგანს ამაზე პროტესტი არ ჰქონია, ერთი-ორი გამონაკლისის გარდა.
რით დაგაშინათ ან დაგაკომპრომატად ასე ელისო კილაძემ რომ პროტესტის გრძნობაც კი გაგიქროთ სიმხეცეზე და არაადამიანობაზე.
სირცხვილია, სირცხვილი!!!" - წერს მჟავანაძე.
ფოტოები კორექტირებულია რედაქციის მიერ.