logo_geo
eng_logo
შსს-ს თქმით, „ქართული მარშის“ აქტივისტები ადმინისტრაციული წესის დარღვევის გამო დააკავეს
- +

5 ნოემბერი. 2017. 02:31



შსს-ს თქმით, „ქართული მარშის" ოთხი აქტივისტი ადმინისტრაციული წესის დარღვევის გამო დააკავეს. ამის შესახებ „პირველს" უწყების პრესსამსახურის წარმომადგენელმა უთხრა.


„ფაქტზე შსს-მ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული ქმედებისთვის 4 პირი დააკავა", - განაცხადეს შსს-ში.


ტელეკომპანია „რუსთავი 2"-თან გამართულ საპროტესტო აქციაზე, რომელსაც „ქართული მარში" მართავს კიდევ 2 აქტივისტი დააკავეს. ბოლო მონაცემებით, სულ დაკავებულთა რაოდენობამ ოთხს მიაღწია.










 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner