მოძრაობა „ეროვნულების" ლიდერი, „ქართული მარშის" საორგანიზაციო ჯგუფის წევრი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ჩემი პასუხი „რუსთავი 2"-ს და ეკა კვესიტაძეს!.. სიმართლე გითხრათ, დიდად არ ვიდარდებ, თუ არ გაგვაშუქებთ. თქვენ, ჩვენ კი არა, ამერიკის პრეზიდენტ ტრამპსაც არ აშუქებთ, რადგან სოროსელებს მტრად მიგაჩნიათ. ისე, შემიძლია უკანასკნელი კვირის ამონაბეჭდი და ვიდეომასალები მოგართვათ, თუ როგორ აშუქებს „ქართული მარშის" აქციებს „ვაშინგტონ პოსტი", „გარდიანი", „ვაშინგტონ თაიმსი", „დეილი მეილი", „NBC", „ABC", „BBC", „ZDF" და სხვა ტელევიზიები. ამიტომ, თუ არ გაგვაშუქებთ ჩემი პასუხი ლაკონური იქნება - აი დარდი!!! მეცოდებით და გითანაგრძნობთ სრული კრახის გამო!!!" - წერს ბრეგაძე.