ავტორი თამაზ ჩიქვანაია
კაცი ჩუმი, უხმაურო და დიდი... მთელი ცხოვრება ჩრდილში დგომას ამჯობინებდა, სამაგიეროდ „ყვიროდა" მისი ნაკეთები საქმე. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ არ არის ცარიელი ქართული კულტურის ის ნიში, რომელსაც ისეთი ბუმბერაზი შემოქმედების ნაშრომები ავსებენ, როგორიცაა პლატონი, დანტე ალეგიერი, სერვანტესი და ბევრი სხვა.
ჩუმად და უხმაუროდ ჩაიარა მისმა მე-80 დაბადების დღემ, ეს ჩვენი, მისი თანამედროვეების უგერგილობის ბრალია, რადგან მისი დონის ფილოსოფოსი, მწერალი და მთარგმნელი ერმა ხელისგულზე უნდა ატაროს...
ჩუმად და უხმაუროდ გადაინაცვლა იმიერ სამყაროში, სადაც მართალნი განისვენებენ. ასეთი დიდი პიროვნების დანაკლისი უდავოდ დაეტყობა ქართულ კულტურასა და ხელოვნებას, თუმცა, საზოგადოების დიდმა ნაწილმა, შესაძლოა, ვერც იგრძნოს, რადგან 80 წლის მანძილზე არასდროს, არავინ შეუწუხებია... უბრალოდ, თავის საქმეს აკეთებდა... ერისთვის, მომავალი თაობებისთვის - ჩუმად და უხმაუროდ... და დაგვიტოვა:
1. პლატონის დიალოგები, თარგმ. ძველი ბერძნულიდან, წინასიტყვაობებითა და კომენტარებით „ნადიმი", „ფედონი", „იონი, დიდი ჰიპია, მენონი", „ტიმეოსი", „ადრეული დიალოგები", „პარმენიდე", „სახელმწიფო".
2. ფსევდო-ლონგინე, „ამაღლებულისათვის", თარგმანი ძველი ბერძნულიდან. წინასიტყვაობა, კომენტარები.
3. მარკუს ავრელიუსი, „ფიქრები", თარგმანი ლათინურიდან. წინასიტყვაობა და კომენტარები.
4. მიგელ დე სერვანტეს საავედრა, „დონ კიხოტი", ორტომეული. თარგმანი ესპანურიდან.
5. ნეტარი ავგუსტინე, „აღსარებანი", თარგმანი ლათინურიდან. კომენტარები.
6. ნიკოლო მაკიაველი, „მთავარი", თარგმანი იტალიურიდან. წინასიტყვაობა, კომენტარები.
7. ხოსე ორტეგა ი გასეტი, „მასების ამბოხი", თარგმანი ესპანურიდან.
8. პოლ ვალერი, „სულის კრიზისი", თარგმანი ფრანგულიდან.
9. ჰენრიკ იბსენი, დრამები, ორტომეული.
10. ბლეზ პასკალი, „აზრები", თარგმანი ფრანგულიდან. წინასიტყვაობა, კომენტარები.
11. ბაჩანა ბრეგვაძე, თხზულებანი. ოთხტომეული .
12. „ახალი აღთქმა" (ბიბლია), თარგმანი ძველი ბერძნულიდან.