logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: ახალგაზრდებისთვის შეიქმნება საფინანსო მექანიზმი, რათა მათ შეძლონ ინოვაციური ინიციატივების დაფინანსება!
- +

20 თებერვალი. 2016. 20:46


 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში სამეწარმეო სულისკვეთების წახალისებაზე ისაუბრა. მისი თქმით  მნიშვნელოვანია, ადამიანებს პატარა ასაკიდანვე ჩავანერგოთ, რომ შეუძლიათ არ იყვნენ დაქირავებულნი და საკუთარი ცხოვრების ეკონომიკური მჭედლები თვითონ გახდნენ.




ჩვენ ადამიანებს პატარა ასაკიდან უნდა ჩავაგონოთ, რომ შეუძლიათ არ იყვნენ დაქირავებულნი,  საკუთარი ცხოვრების და ეკონომიკური წარმატების მჭედლები თვითონ იყვნენ. ეს არის უმნიშვნელოვანესი. მიუხედავად იმისა, რომ ამ 25 წლის განმავლობაში უკვე მოხდა მნიშვნელოვანი მენტალური ცვლილება, გარკვეულწილად მაინც  პოსტსაბჭოთა საზოგადოება ვართ. მიუხედავად იმისა, რომ ყოფილ საბჭოთა კავშირში საქართველო უფრო გამოირჩეოდა სამეწარმეო სულისკვეთებით, ვიდრე სხვა ზოგიერთი რესპუბლიკა, ის მემკვიდრეობა ჯერ კიდევ მოგვდევს. ყოველთვის მიკვირ, როცა ახალგაზრდას, რომელიც ამთავრებს უმაღლეს სასწავლებელს, ან ჯერ კიდევ სწავლობს, აზრადაც კი არ მოსდის, რომ გახდეს მეწარმე. მეწარმე კიდევ ის სიტყვა არ არის. ენტრეპრენერი,  ანუ ინიციატივით აღსავსე ადამიანი, რომელსაც შეუძლია თვითონ წამოიწყოს, ბიზნეს ინიციატივა განახორციელოს და თვითონ შექმნას თავისი ეკონომიკური წარმატება.

 

სამეწარმეო სულისკვეთების განვითარების მიზნით მთავარი აქცენტი ახალგაზრდებზე გაკეთდება. დღეს ჩვენ ამას ვაკეთებთ იმისთვის, რომ ახალგაზრდებისთვის შევქმნათ საფინანსო ინსტიტუტი და მექანიზმი, რათა ყველანაირი საბანკო უზრუნველყოფის და გირაოს გარეშე შეძლონ საწყისი კაპიტალის მოძიება, წამოიწყონ და დააფინანსონ თავისი ინოვაციური ინიციატივა, რომლითაც შეძლებენ მცირე, ან უფრო დიდი ბიზნესპროექტების განხორციელებას. ეს შეიძლება არ იყოს საწარმო და იყოს რაიმე სერვისი და .. დღეს ჩვენ ქვეყანაში არ არსებობს .. სტარტაპის დაფინანსების რაიმე მექანიზმი, სადაც შეიძლება მივიდეს სტუდენტი, ან შუა ხნის ადამიანი, რომელსაც გააჩნია ძალიან საინტერესო ინიციატივა და არ აქვს ქონება, რომ დააგირავოს და წამოიწყოს ესა, თუ ის ბიზნესი. რა თქმა უნდა, აქცენტი ახალგაზრდობაზე უნდა გაკეთდეს. ჩვენი მიზანია სამეწარმეო სულისკვეთება არა მარტო განვითარდეს და მენტალურად გაძლიერდეს, არამედ რეალიზება ჰპოვოს ასეთი მქეანიზმების მეშვეობით",- განაცხადა კვირიკაშვილმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner