საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეში იმყოფება. მთავრობის მეთაური აუდიტორია 115-ის წევრებს ხვდება.
გიორგი კვირიკაშვილი პირველი კორპუსის 115-ე აუდიტორიაში ახალგაზრდებთან დაცვის გარეშე შევიდა, შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ უკვე ორი დღეა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსი ბლოკირებულია. სტუდენტები განათლების სისტემაში რეფორმების გატარებას , თვითმმართველობის გაუქმებას და ასევე ე.წ. ოდეერების საქმის გამოძიებას ითხოვენ. სტუდენტთა ერთ-ერთი მოთხოვნა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრაც იყო.