აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანი პასუხისმგებელია იემენის ტერიტორიიდან ერ-რიადისკენ რაკეტის გაშვებაზე.
„ირანმა, ჩემი აზრით, საუდის არაბეთის წინააღმდეგ შეტევა განახორციელა. ჩვენმა სისტემებმა ეს რაკეტა ჰაერში გაანადგურეს. აი, ამდენად საუკეთესოები ვართ. არავინ აკეთებს იმას, რასაც ჩვენ ვაწარმოებთ და ახლა მთელ მსოფლიოში ვყიდით", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
გუშინ, საუდის არაბეთის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებმა იემენის ტერიტორიიდან ერ-რიადისკენ გაშვებული რაკეტა გაანადგურეს. არსებული ინფორმაციით, რაკეტის სამიზნე ერ-რიადის საერთაშორისო აეროპორტი იყო.