სირიაში ტერაქტს სულ მცირე 10 დევნილი ემსხვერპლა.
პროვინცია დეირ-ელ-ზორში თავდასხმა „ისლამური სახელმწიფოს" თვითმკვლელმა მებრძოლმა მოაწყო. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც სირიის არმია ტერორისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიების დასაბრუნებლად შეტევას განაგრძობს.
დეირ-ელ-ზორის პროვინციას სირიის არმია აკონტროლებს, თუმცა რეგიონის 37 პროცენტი ჯერ კვლავ ექსტრემისტების ხელშია.