logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპი: ვინც სათანადოდ ვერ დააფასა ჩვენი სიძლიერე, შემდეგ ინანა
- +

5 ნოემბერი. 2017. 13:40



აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იაპონიაში ვიზიტის ფარგლებში, იოკოტას ამერიკულ სამხედრო ბაზაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ არც ერთმა ქვეყანამ, რეჟიმმა ან დიქტატორმა აშშ-ს სამხედრო სიძლიერის დაუფასებლობა არ უნდა დაუშვას, თორემ ინანებენ.


„ჩვენს მოკავშირეებთან ერთად ამერიკელი მებრძოლები მზად არიან დაიცვან ჩვენი ქვეყანა, ჩვენი შეუდარებელი შესაძლებლობების სრული გამოყენებით. არავინ, არც ერთმა დიქტატორმა, არც ერთმა რეჟიმმა და არც ერთმა ქვეყანამ არ უნდა დაუშვან ამერიკული სიმტკიცის დაუფასებლობა. ვინც წარსულში სათანადოდ ვერ დააფასა ჩვენი სიძლიერე, შემდეგ ინანეს", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.


ტრამპის განცხადებით, მისი პრეზიდენტობისას აშშ-ს სამხედროებს ქვეყნის დასაცავად საჭირო „ტექნიკა, რესურსები და დაფინანსება" ექნებათ, რათა „დაუყოვნებლივი და მტკიცე პასუხი გასცენ მტრებს".

 

„ჩვენ უპირატესობა გვაქვს ჰაერში, ზღვაზე, ხმელეთზე და კოსმოსში", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner