logo_geo
eng_logo
სავალუტო ფონდის პროგნოზით, ლარის საშუალო კურსი 2.45 იქნება
- +

5 ნოემბერი. 2017. 14:09



სავალუტო ფონდის პროგნოზით, წელს ეროვნული ვალუტის საშუალო კურსი 2.45 იქნება. ამის შესახებ imedinews,ge-ს ეკონომისტმა მიხეილ დუნდუამ განუცხადა.


მისი თქმით,  თუ ამ პროგნოზს დავეყრდნობით, რომელიც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტმა ოქტომბერში გამოაქვეყნა, მაშინ წლის ბოლომდე ლარის კურსი 2.40-იან ნიშნულზე უნდა ჩამოვიდეს.


„სხვაგვარად წლიური საშუალო კურსი ვერ იქნება 2.45. შარშან, სავალუტო ფონდის მსგავსი პროგნოზი თითქმის  დაემთხვევა რეალურ მაჩვენებელს. იმის გამო, რომ სავალუტო ფონდი ფლობს ყველა იმ ინფორმაციას, რაც ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით და არ გამოქვეყნებულა საჯაროდ, იგულისხმება შიდა ინფორმაცია, უნდა ველოდოთ რომ კურსი დასტაბილურდება. მით უფრო იმ ფონზე, რომ ლარის გაუფასურების ეკონომიკური ფაქტორების არ არსებობს,"- აცხადებს დუნდუა და ლარის ვარდნას კომერციული სუბიექტების მხრიდან მსხვილ ტრანზაქციებს უკავშირებს.


ეროვნულმა ბანკმა 2 ნოემბერს ლარის სავალუტო ბაზარზე არსებული მდგომარეობის შესახებ განმარტება გააკეთა. ბანკი ლარის გაუფასურებას მცურავ კურსს უკავშირებს და აცხადებს, რომ ეს დროებითია.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner