logo_geo
eng_logo
ბიორკი: ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ჯადოსნური პერიოდი
- +

5 ნოემბერი. 2017. 15:59



ლეგენდარულმა ისლანდიელმა მუსიკოსი ბიორკი სოციალურ ქსელში თბილისში გაართულ კონცერტს ეხმაურება.


„შემიძლია მადლობა გადავუხადო თბილისის უძლეველ მაცხოვრებლებს? ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ჯადოსნური, პოლიფონიური გუნდებით და ელექტრონული მუსიკის ლეგენდებით განებივრებული პერიოდი. ჩავიძირე ყვავილებში საუკეთესო ბისის დროს? დიახ. გულითადად, ბიორკი", - წერს ბიორკი.


ბიორკი 12-კაციან ჯგუფთან ერთად საქართველოში 28 ოქტომბერს ჩამოფრინდა, SOU festival-ის ორგანიზებით, კონცერტები 31 ოქტომბერს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზსა და 3 ნოემბერს ოპერისა და ბალეტის თეატრში, ევგენი მიქელაძის ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სიმების თანხლებით გაიმართა.


ოპერისა და ბალეტის თეატრში, კონცერტის დასრულების შემდეგ მუსიკოსმა სცენიდანვე აღნიშნა, რომ საქართველო მისი ფავორიტი ქვეყანაა.


„საქართველო ჩემთვის ძალიან სასიამოვნო გამოცდილება იყო. ეს ჩემი ფავორიტი ქვეყანაა. მადლობა ქართულ ორკესტრს და თქვენ. ბოდიშს გიხდით, ცოტა გაციებული ვარ, მაგრამ მე მოგეცით მთელი გული და სითბო", - განაცხადა ბიორკმა.


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner