logo_geo
eng_logo
გომბორის ქედზე ხანძრის ლოკალიზება ვერ ხერხდება
- +

5 ნოემბერი. 2017. 19:29



გომბორის ქედზე ხანძრის ლოკალიზება ვერ ხერხდება. ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებს მეხანძრე მაშველებთან ერთად მოსახლეობაც ცდილობს.


სტიქიის ზონა სოფლიდან 10 კილომეტრის მოშორებითაა და, შესაბამისად, ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.


როგორც „ინტერპრესნიუს" საგარეჯოს გამგებლის მოადგილემ განუცხადა, ხანძრის კერებამდე გზა მიუვალია და სამაშველო მანქანები მისვლას ვერ ახერხებენ, რაც ცეცხლის ქრობის პროცესს აფერხებს. პაატა ასრათაშვილის თქმით, სალიკვიდაციო სამუშაოები ცოტა ხანში შეჩერდება და დილიდან განახლდება.


რამ გამოიწვია აალება და რა ფართოებზეა ხანძარი, ამ ეტაპზე უცნობია.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner