თელავის სოფელ ართანაში, კოხტას გორაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.
პრევენციის მიზნით ადგილზე რჩება 10 მეხანძრე-მაშველი. მეხანძრეებთან ერთად სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია ადგილობრივი მოსახლეობაც.
ცეცხლი სოფლიდან დაახლოებით 12 კილომეტრში, ალპურ ზონაში 2 დღის წინ გავრცელდა.