ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ოყურეშში ცოფის შემთხვევა დაფიქსირდა. ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად, ერთ-ერთი ადგილობრივი ოჯახის ძაღლის პათოლოგიურ მასალაში ცოფი დადასტურდა.
ძაღლის ლეშის შემოწმება ოჯახმა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ის დაავადდა და მკვდარი იპოვეს. პრევენციის მიზნით ვაქცინაცია სოფელში არსებულ ყველა ცხოველს ჩაუტარდა.