BBC-ის ინფორმაციით, ტეხასში სროლის შედეგად სულ მცირე 27 ადამიანი დაიღუპა. არიან დაშავებულებიც.
შემთხვევა საზერლენდ სპრინგსში ადგილობრივი დროით 11:30 საათზე მოხდა. შეიარაღებული კაცი ბაპტისტურ ეკლესიაში შევიდა და ცეცხლი გახსნა.
ბოროტმოქმედის მოტივები უცნობია. შემთხვევის ადგილზე სამართალადამცველები და მედიკოსები არიან მობილიზებულები.