logo_geo
eng_logo
„ციანიდის საქმე და ჩემი ავადმყოფობა ერთად გაჩნდა...“ – ნანა კაკაბაძე უმძიმეს დაავადებას ებრძვის
- +

6 ნოემბერი. 2017. 01:56



უფლებადამცველმა ნანა კაკაბაძემ ჟურნალ „თბილისელებთან" განაცხადა, რომ ის მძიმე სენით - სიმსივნით არის დაავადებული, თუმცა არ ნებდება. კაკაბაძეს მკერდის კიბო აქვს.


„ციანიდის საქმე და ჩემი ავადმყოფობა ერთად გაჩნდა. ეს პატრიარქსაც კი ვუთხარი, რომელმაც ძალიან ინერვიულა. მის უწმინდესობას ვუთხარი, ვერც კი გავიგე ეს კიბო როგორ დამემართა-მეთქი. იმდენად მტკივნეული იყო ჩემთვის "ციანიდის საქმე", რომ პატრიარქს შესაძლოა რამე დაშავებოდა, ჩემს დიაგნოზზე არც მიფიქრია. მირჩიეს უცხოეთში წავსულიყავი, მაგრამ აქ ჩავიტარე ქიმოთერაპია და ვაგრძელებ მკურნალობას. ეს დიაგნოზი არ მაშინებს", - აცხადებს კაკაბაძე.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner