logo_geo
eng_logo
მელორ ვაჩნაძე: მოვითხოვ, პასუხი აგოს ამ ქალბატონმა!
- +

6 ნოემბერი. 2017. 02:19



უფლებადამცველი მელორ ვაჩნაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„სასწრაფოდ გაავრცელეთ! sos! sos! sos!

 

ეკა კვესიტაძე პირდაპირ ეთერში მიზანმიმართულად ცრუ ინფორმაციას ავრცელებს ჩემზე... თითქოს, მე შევედი საკრებულოში, სადაც არავის არ უშვებდნენ. მეორე - ფეხბურთის ფედერაციასთან იყო შეხლა-შემოხლაში, სადაც არ ვყოფილვარ! ასევე, თითქოს რაიმე ორგანიზაციის წევრი ვარ ან ხელისუფლებასთან ვთანამშრომლობ ან სადღაც პოლიციაში დაკავებულებთან შევდივარ უპრობლემოდ...

 

ეს ყველაფერი არის ტყუილი და მოვითხოვ, პასუხი აგოს ამ ქალბატონმა მიზანმიმართულ ცრუ კამპანიაზე, ან ბოდიში მოიხადოს ამ ტყუილ ინფორმაციაზე ან დადოს კადრები, მტკიცებულებები ყველა ბრალდებაზე!!!

 

P.S. ყელში ამოვიდა ამ ნაძირლების მხრიდან ჩემს მიმართ შავი პიარის წარმოება! ესაა ჟურნალისტის მხრიდან ეთიკის უხეში დარღვევა და ასევე, სახეზეა ღირსების, პატივის და საქმიანი რეპუტაციის შელახვა!!!

 

P.S.S. ეკა კვესიტაძე უკვე მეორეd ახდენს ჩემზე თავდასხმას და ამის გამო კომპეტენტურ სამსახურებს მოვუწოდებ, მისი პასუხისმგებლობის საკითხი დააყენონ!

 

არასამთავრობოებს და ასევე ს.ა.ი.ა.-ს ვთხოვ სასამართლოში დაიცვან ჩემი უფლებები და ვპირდები ეკა კვესიტაძეს, მას და მის უფროსებს ამ ბინძური კამპანიისთვის პასუხს ვაგებინებ კანონის წინაშე!!!

 

სადაა ლიბერალური ფრთა, როდესაც ჩემზე ანუ საქართველოს რიგით მოქალაქეზე ძალადობენ?!

 

ვითხოვ „რუსთავი 2-სგან" ეთერს, ვნახოთ, რამდენად დამოუკიდებლები ხართ, ახლა გამოჩნდება...

 

ყველა მიდიას ვთხოვ, გვერდში დამიდექით და დამითმეთ ამ საკითხზე ეთერი და მომეცით საშუალება, პასუხი გავცე კვესიტაძეს...

 

საზოგადოების დიდი იმედი მაქვს..." - წერს ვაჩნაძე. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner