ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„კატეგორიულად ვითხოვ პასუხს „საზოგადოებრივი მაუწყებლის" ხელმძღვანელობისგან! ეს არის ხომ მაღალი სტანდარტი და ეს არის ხომ ეთიკის შედევრი, დავით პაიჭაძე - გიურზა, რომელიც გუშინ კვესიტაძის გადაცემიდან იმოძღვრებოდა - მე „საზოგადოებრივი მაუწყებლის" ჟურნალისტი ვარ და კორკოტებს არ მოვიწვევ გადაცემებში, რადგან მაღალი სტანდარტები მაქვსო! ეს კაცი რატომ მუშაობს დღემდე თქვენთან, გეკითხებით და საზოგადოებას უპასუხეთ! ჩვენი გადასახადებით გიხდით ხელფასს! ეს ნაკაცარი, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობიდან წასვლის მერე აქვეყნებდა ამ პოსტს! გაგვეცით პასუხი, ვინ არის ეს ნაძირალა", - წერს ჯღარკავა.