საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი სოციალურ ქსელში ჯანსუღ ჩარკვიანის გარდაცვალებას ეხმიანება:
„ჩემი ჯანსუღი! გული გატკინეს არაკაცებმა! არ იმჩნევდი! ძალიან მიყვარხარ და მუდამ მეყვარები. ვერ დაგემშვიდობები! დროებით ჩემო ერთგულო, უფროსო მეგობარო", - წერს დავით ოქიტაშვილი.