ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დარბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ღამით გაჩნდა.
ადგილზე მობილიზებულია ბოლნისის, მარნეულისა და რუსთავის ხანძარსაწინააღმდეგო ბრიგადები. როგორც „ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ცეცხლის ლიკვიდაციაზე მეხანძრე-მაშველების 45-კაციანი ჯგუფი მუშაობს.
„გამხმარი ფოთოლი და ბალახი იწვის, რის შედეგადაც ტყეში არის დაკვამლიანება, ტყის მასივს და ხეებს ცეცხლი არ უკიდია", - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.