logo_geo
eng_logo
ბოლნისში, სოფელ დარბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა
- +

6 ნოემბერი. 2017. 13:25



ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დარბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ღამით გაჩნდა.


ადგილზე მობილიზებულია ბოლნისის, მარნეულისა და რუსთავის ხანძარსაწინააღმდეგო ბრიგადები. როგორც „ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ცეცხლის ლიკვიდაციაზე მეხანძრე-მაშველების 45-კაციანი ჯგუფი მუშაობს.

 

„გამხმარი ფოთოლი და ბალახი იწვის, რის შედეგადაც ტყეში არის დაკვამლიანება, ტყის მასივს და ხეებს ცეცხლი არ უკიდია", - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.









 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner