logo_geo
eng_logo
ბორჯომს განახლებული კულტურის ცენტრი და თოჯინების თეატრი ექნება
- +

6 ნოემბერი. 2017. 13:26


 

მალე ბორჯომს განახლებული კულტურისა და ხელოვნების ცენტრი და თოჯინების სახლი მოემსახურება. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

 

„პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ფასადებს, გამოიცვალა მთლიანად სახურავი, შეიცვალა  თოჯინების პარტერი და სცენა.  მოეწყო სარეპეტიციო დარბაზი და საგრიმიორო.

 

შესრულებული სამუშაოების ხარისხი დაათვალიერა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურამ ალავიძემ მხარის გუბერნატორთან და ბორჯომის გამგებელთან ერთად.

 

შენობა რეაბილიტაციას წლებია არ მომხდარა და საჭიროებდა განახლებას. აღნიშნული პროექტი არის რეგიონალური მასშტაბის, სადაც ჩატარდება ღონისძიებები, ფესტივალები, როგორც რეგიონული ასევ საერთაშორისო დონეზე.  ცენტრი შეითავსებს თეატრისა და საკონცერტო დარბაზის ფუნქციებს. 

 

პროექტი დაფინანსდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან და მისი ღირებულება 300 000 ლარამდეა", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner