„ის იყო დიდი პოეტი, ძალიან პატიოსანი და უსაყვარლესი ადამიანი..." - ამ სიტყვებით მომღერალი ნანი ბრეგვაძე ჯანსუღ ჩარკვიანის გარდაცვალებას ტელეკომპანია „იბერიის" ეთერში ეხმაურება.
„მადლობელი ვარ, რომ მაქვს საშუალება გამოვხატო ჩემი წუხილი. როდესაც ასეთი ადამიანები მიდიან ამ ქვეყნიდან ძალიან დასანანია. მინდა, პირველ რიგში, ოჯახის წევრებს მივუსამძიმრო, რომ მათ ასეთი უბედურება დაატყდათ თავს და არამარტო მათ, მთელ საქართველოს, რადგან ასეთი ხალხი არ მეორდება. ის იყო დიდი პოეტი, ძალიან პატიოსანი და უსაყვარლესი ადამიანი..."- განაცხადა ნანი ბრეგვაძემ.
შეგახსენებთ, რომ ჯანსუღ ჩარკვიანი დღეს დილით გარდაიცვალა.