logo_geo
eng_logo
ბოლნისის მუნიციპალიტეტში ხანძარი ჩამქრალია
- +

6 ნოემბერი. 2017. 23:36



ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დარბაზთან, მთის ფერდობზე გაჩენილი ხანძარი ჩამქრალია.


ხანძრის ქრობის პროცესში დღის განმავლობაში შსს-ს 60-მდე მეხანძრე-მაშველი იყო ჩართული. ხანძარი გუშინ გაჩნდა, თუმცა ტყის მასიურ საფარზე ცეცხლი არ გავრცელებულა. დაიწვა მხოლოდ ხმელი ფოთოლი და ბალახი.


შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველები ამ დროისათვის, მონიტორინგის მიზნით ადგილზე რჩებიან.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner