logo_geo
eng_logo
ანკარას ახალი მერი ჰყავს
- +

7 ნოემბერი. 2017. 00:24


 

ანკარის ახალი მერი თურქეთის მმართველი პარტიის წევრი, 60 წლის მუსტაფა ტუნა გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას Daily Sabah-ი ავრცელებს.


სააგენტოს ცნობით, მუსტაფა ტუნა დედაქალაქის მმართველთა საბჭოს დეპუტატების ხმათა უმრავლესობით აირჩიეს. მანამდე ის ანკარის ერთ-ერთ რაიონს ხელმძღვანელობდა.


თურქეთის დედაქალაქის ყოფილმა მერმა მელიქ გიოქჩექმა თანამდებობა, რეჯეთ თაიფ ერდოღანის თხოვნით, 23 ოქტომბერს დატოვა. მელიქ გიოქჩექი ანკარის მერი 1994 წელს გახდა და მას შემდეგ ამ თანამდებობაზე ოთხჯერ აირჩიეს.


22 სექტემბერს თანამდებობა დატოვა სტამბოლის მერმა კადირ ტოპბაშმაც.







 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner