logo_geo
eng_logo
წითელ ჯვარს ახალი პრეზიდენტი ჰყავს
- +

7 ნოემბერი. 2017. 00:49



წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ორგანიზაციის პრეზიდენტად იტალიელი ფრანჩესკო როკა აირჩიეს, რომელიც მანამდე იტალიის წითელი ჯვრის ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ორგანიზაცია ავრცელებს.


ფრანჩესკო რაკა წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის გენერალურ ასამბლეაზე აირჩიეს. მანამდე ეს თანამდებობდა თადათერუ კონოეს ეკავა, რომელიც ორგანიზაციას 2009 წლიდან ხელმძღვანელობდა.


წითელი ჯვრის საერთაშორისო მოძრაობას საფუძველი 1863 წელს ჩაეყარა. 1864 წლის 22 აგვისტოს ჟენევაში ანრი დიუნანის წინადადებით ხელი მოეწერა კონვენციას ბრძოლის ველზე დაჭრილთა და დასახიჩრებულთა პირველადი დახმარების თაობაზე. ამავე კონვენციაში მითითებული იყო, რომ ექიმებს და სამედიცინო პერსონალს უნივერსალური განმასხვავებელი ნიშანი ჰქონოდათ. ასეთ სიმბოლოდ შერჩეულ იქნა წითელი ჯვარი თეთრ ფონზე (შვეიცარიის დროშის ფერების ინვერსია).







 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner