logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ შევამცირებთ საკრიტიკო მიზეზს ოპოზიციისთვის!
- +

20 თებერვალი. 2016. 21:19


 

"რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ახლო მომავალში მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდება. მისივე თქმით ოპოზიციას საკრიტიკო ველი შეუმცირეს და ამ მიმართულებით კიდევ იმუშავებენ.


 

პირველივე წინადადება, რომელიც  წარმოვთქვი მსხვილ ბიზნესთან დაკავშირებით ორი დღის წინანდელ შეხვედრაზე იყო ის, რომ შემდეგი შეხვედრა იქნებოდა მცირე ბიზნესის წარმომადგენლებთან და უახლოეს დღეებში ასეთი შეხვედრა შედგება. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ  ოპოზიციას  საკრიტიკო ველი მნიშვნელოვნად შევუმცირეთ და ამ მიმართულებით წავალთ. პირდაპირ ვიტყვი, რომ ოპოზიციას არ მივცემთ უფლებას  გაგვაკრიტიკოს. შეიძლება მათთვის რაღაც ნიშ დარჩეს, მაგრამ სულ უფრო შემცირდება. რადგან  ჩვენ უნდა ვიყოთ მთავრობა, რომელიც ქვეყნის მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილის ინტერესებს დავფარავთ და მოვიცავთ.


ხელისუფლება განწყობილი იქნება მოვუსმინოს სამოქალაქო საზოგადოებას და ოპოზიციას. ჩვენ  შევამცირებთ საკრიტიკო მიზეზს. სადაც ჩვენ ვხედავთ, რომ ესა თუ ის კრიტიკა  შეიძლება ობიექტური იყოს, მაქსიმალურად ვეცდებით დროის ძალიან მცირე მონაკვეთში მოვისმინოთ კიდე და არ შეგვრცხვეს იმისი, რომ შემდეგი ნაბიჯები გადავდგათ. სწორედ ამ გზით შევამცირებთ სამოქმედო ველს ოპოზიციისთვის, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მომავალში კრიტიკა არ დაგვჭირდება. პირიქით, განწყობილნი ვიქნებით იმისთვის, რომ მოვუსმინოთ სამოქალაქო საზოგადოებას, მოვუსმინოთ ოპოზიციასა და ეს პროცესი გაგრძელდება", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner