logo_geo
eng_logo
შსს-მ ნარკორეალიზატორი დააკავა
- +

7 ნოემბერი. 2017. 12:55


 

„შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1997 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა.ა. ნარკოდანაშაულისთვის ფონიჭალის დასახლებაში დააკავეს", - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.


„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდა. პოლიციამ დაკავებულის მიერ გაყიდული, 16 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი - ე.წ. „სირეცი" ნივთმტკიცებად ამოიღო.

 

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების არაერთგზის უკანონო გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-5 ნაწილით)", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner