მომღერალ არჩილ ჩიხლაძესთან დაკავშირებით დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე facebook-ზე პოსტს აქვეყნებს:
„იმ 30 მილიონიდან ამ საყვარელ კაცს რომ 5 ათასი ლარი მაინც შეხვედროდა, ხომ მოუხსნიდა ელემენტარულ პრობლემებს მაინც? გადაიხდიდა შუქის და გაზის დავალიანებებს, შეიძენდა ელემენტარულ ნივთებს მისი მწირი საცხოვრებლისთვის. ნუთუ არ შეიძლება ამ საკითხის სასწრაფოდ მოგვარება? ვინ დაუშვა, რომ არჩილ ჩიხლაძე ასეთ პირობებში ცხოვრობს? ვერ გავიგე, ზუსტად ვერ მივხვდი, ეს ვიდეო მომღერლის დღევანდელ ყოფას ასახავს? თუ ასეა, სირცხვილი ჩვენ ყველას!
სასწრაფო მოქმედებაა საჭირო.
მე ვიცნობ კიდევ ერთ არაჩვეულებრივად კარგ ადამიანს და პოეტ ქალბატონს, რომელსაც ასევე თურმე რამდენიმე თვეა არა აქვს შუქი და გაზი და გუშინწინ მეზობლისგან გადაყვანილი სადენიც გადაუჭრეს. მის დასახმარებლად ერთ საკმაოდ შეძლებულ ადამიანს მივმართე, მაგრამ, პირობის მიუხედავად აქამდე მას დახმარება არ გაუწევია.
ახლა კი, ერთხელ კიდევ მოგმართავთ თხოვნით, ასე საჯაროდ ჩემს შეძლებულ და მდიდარ მეგობრებს ფეისბუკზე , ვიცი რა, რომ კითხულობთ ჩემს პოსტებს - დაეხმარეთ ბატონ არჩილს და პოეტ ქალბატონს, რომლის სახელის გამხელა საჯაროდ არ მსურს. ვინც ასეთ სურვილს გამოთქვამთ მომწერეთ პირადში და აუცილებლად, სასწრაფოდ დაგაკვალიანებთ.
ღმერთს ვთხოვ, რომ გაგინათოთ გონება ამ სიკეთეების გასაკეთებლად", - წერს დეპუტატი.