მოძრაობა „ეროვნულების" ლიდერი, „ქართული მარშის" საორგანიზაციო ჯგუფის წევრი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში ნიკა გვარამიას მისამართით შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„პასუხი ნიკა გვარამიას!... მართლა არ ვაპირებდი პასუხის გაცემას, დიდხანს თავს ვიკავებდი, რადგან არ ხარ ის კალიბრი, რომელსაც პასუხი უნდა გასცე, თავადაც ხომ იცი, რომ შენი ძლევამოსილი იმიჯის უკან პატარა ცახესი იმალება, გაბოროტებული ცახესი, რომელიც ძალაუფლების გარეშე არაფერია და ამ ძალაუფლების დაკარგვით იმდენად გაბოროტებულია, რომ ყველაფერს კადრულობს. ცახესობას თავი რომ გავანებოთ, სხვა მიზეზიც არსებობს, თუ რატომ ვიკავებდი თავს პასუხისგან - თვითონ ხომ შესანიშნავად იცი, ერთი ხელისბიჭი ხარ და თან ვისი - მიშას ხელისბიჭი, ამიტომ „შნირებისთვის" პასუხის გაცემას, ჯობია, მის პატრონს აგებინო პასუხი. თუმცა, შენს პატრონს თავად აქვს უკვე პატრონი... და ახლა მეც დავამატო, არ იქნება სწორი. კიდევ იმიტომ ვიკავებდი თავს, რომ მართლა გულწრფელად მეცოდები, რადგან მტერს არ ვუსურვებ ხალხის ისეთ ზიზღს, რასაც შენ იღებ. ჯერ კიდევ შენი სისხლიანი პროკურორობის გარიჟრაჟზე დაიმსახურე ეს ზიზღი, როდესაც 7 ნოემბრის დარბევის შემდეგ უტიფარი სახით იჯექი პროკურატურის გაკეთებულ ფილმში და მთელი ოპოზიციის დაჭერას აანონსებდი. არ ვარ მოწადინებული და არ დავიწყებ ახლა იმის მტკიცებას, ქათამი ხარ თუ ფარშავანგი, მთავარი ისაა, რომ ადამიანობისგან დაცლილი „ნაცი" ხარ, მკვლელების მოურავი და არასრულყოფილების კომპლექსით შეპყრობილი ადამიანი, რომელსაც არც ღირსება შერჩა და არც მორალი. მართლა სულ მიკვირდა, თუ როგორ ცხოვრობდნენ შენნაირები, მაგრამ ბოლოს მივხვდი, რომ თქვენი ცხოვრება ცხოვრება არაა. ბოლოს, თუ არ შეწუხდები, ერთ კითხვაზე მიპასუხე - თუ წარსულ ცხოვრებაზე იბოღმები, ბოროტდები და შურით ივსები, სამშობლომ რა დაგიშავა? ქართველობას რას ერჩი? მეცოდები და გულწრფელად გირჩევ - ფსიქოლოგთან იარე!" - წერს ბრეგაძე.