logo_geo
eng_logo
მალხაზ თოფურია: ვისაც რცხვენია, რომ ქართველია და უკრაინით ამაყობს…
- +

17 აპრილი. 2016. 16:48


 

„აფხაზეთის ომის ვეტერანი მალხაზ თოფურია სოციალურ ქსელში იმ ადამიანებს მიმართავს, ვინც ქართველობას სამარცხვინოდ მიიჩნევს და უკრაინელებით ამაყობს:



ქართველებმა 13 თვე ვეომეთ რუსეთის იმპერიას, და ბევრად ჭარბი ძალები იყო ერთი ციდა საქართველოს წინააღმდეგ გამოყენებული, ვიდრე დღეს უკრაინაში გამოიყენება.

 

 

გვბომბავდა რუსული ავიცია, (ამდაგვარი უკრაინაში არ დაფიქსირებულა).

 

ორასიოდე კადიროველი პოლიციელის სანაცვლოდ, რომელიც უკრაინაში დაფიქსირდა, მთელი ჩრდილოეთ კავკასია იყო ჩართული ჩვენ წინააღმდეგ.

 

არანაირი დასავლეთის მხარდაჭერა კანტი -კუნტი დაგმობა- წაკრუსუნების გარდა. (განსხვავებით უკრაინის გამო აღშფოთებული მსოფლიოსი და რუსეთის წინააღმდეგ მიღებული სანქციებისა).

 

ჩამოწერილი და ხშირ შემთხვევაში ვადაგასული სამხედრო ტექნიკა, განსხვავებით უკრაინული მძლავრი სამხედრო ინფრასტრუქტურისგან.

 

ცოცხალი ძალის სერიოზული დეფიციტი განსხვავებით 40 მილიონიანი უკრაინისგან.

 

უკანონო, თუნდაც კანონიერი (ამის გარჩევას არ ვაპირებ აქ!) შეიარაღებული ფორმირებები, რომლებიც არათუ საქართველოს მხარეს იბძოდენ, არამედ საშუალებას არ აძლევდენ სახმელეთო გზით მომარაგებულიყო ფრონტის ხაზი ....

და საქართველო იდგა ბოლო წუთამდე......

 

 

ხო მართლა, ესეც ყურადსაღებია ქართველობით შერცხვენილებისთვის: მეორე მსოფლიო ომის დროს უკრაინელი ბენდერებისგან გერმანიამ დივიზია შექმნა ."სს გალიჩინა". პირველივე ბრძოლის მერე ხელი ჩაიქნიეს გერმანელებმა უკრაინელ ნაციონალებზე და დაასკვნეს, ამათგან მხოლოდ კონცლაგერების ზედამხედველები თუ გამოვაო. განსხვავებით 3 ქართული ბატალიონისგან, რომლებიც ლამის ელიტად მოიაზრებოდა გერმანულ არმიაში.......

გაიგეთ თქვე განდონებო  რამე? ვეჭვობ რამე გაიგოთ, თქვენთვის მფორთხავ-მღეჭველი მთავარსარდალია ღირსება!"- წერს თოფურია.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner