logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეას: ნუ გამოსცდით ჩვენს მოთმინებას!
- +

8 ნოემბერი. 2017. 11:32



აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სამხრეთ კორეის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეამ მსოფლიო საზოგადოება სათანადოდ უნდა დააფასოს და არ უნდა გამოსცადოს მსოფლიო თანამეგობრობის მოთმინება.


„დღეს მე არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნების სახელით, არამედ ყველა ცივილიზებული ქვეყნის სახელით ვსაუბრობ და ჩრდილოეთ კორეას მივმართავ: ნუ გამოსცდით ჩვენს მოთმინებას", - განაცხადა ტრამპმა.


დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეამ უარი უნდა თქვას სარაკეტო და ბირთვულ პროგრამებზე და თავისუფლებისა და ეკონომიკური განვითარების გზას დაადგეს.


„მინდა, მივმართო ჩრდილოეთ კორეის ლიდერს: თქვენი შეიარაღება თქვენ უსაფრთხოებას არ გაძლევთ.

ჩრდილოეთ კორეა კონფლიქტს ეძებს სხვა ქვეყნებთან, რათა მოსახლეობის ყურადღება შიდა პრობლემებიდან გადაიტანოს. ჩრდილოეთ კორეა ცდება. ჩვენი ადმინისტრაცია არ არის ის, რაც ადრე იყო. მსოფლიო არ მოითმენს რეჟიმს, რომელიც მას ბირთვული განადგურებით ემუქრება", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.







 

right_banner right_banner
არქივი
right_banner