საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა სტუდენტებთან შეხვედრის შემდეგ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მიწისქვეშა გადასასვლელით დატოვა.
გიორგი კვირიკაშვილი თსუ-ში დღეს მოულოდნელად მივიდა. სტუდენტებთან შეხვედრა დახურულ რეჟიმში, ჟურნალისტების გარეშე გაიმართა. შეხვედრის ძირითადი თემა განათლების სისტემისა და სტუდენტური თვითმმართველობის რეფორმა იყო.