logo_geo
eng_logo
ბათუმში ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილესთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი
- +

8 ნოემბერი. 2017. 13:31



ბათუმში ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილესთან დაკავშირებით აჭარის მთავრობის მხარდაჭერით სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი. იუბილის აღნიშვნა დღეს ილია ჭავჭავაძის ძეგლთან დაიწყო, სადაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ქართველთა განმანათლებლის ძეგლი ყვავილებით შეამკო. ღონისძიებას ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე ესწრებოდნენ.


ილია ჭავჭავაძის ძეგლი ყვავილებით შეამკეს ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის N1 საჯარო სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა. როგორც ცნობილია, აჭარაში პირველი საჯარო სკოლის გახსნა სწორედ წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას და ილია ჭავჭავაძის სახელს უკავშირდება.


როგორც ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, ილია ჭავჭავაძის საიუბილეო დღეები მთელი ქვეყნის მასშტაბით აღინიშნება. არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა დაგეგმილი ჩვენს რეგიონშიც.  მთავრობის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა ილია ჭავჭავაძის როლს თანამედროვეობასა და ახალგაზრდა თაობის აღზრდაში, მისი თქმით,  ჩვენი ვალია ყოველთვის გვახსოვდეს ის ღირებულებები, რომელიც უმნიშვნელოვანესია ქვეყნის აღმშენებლობით საქმეში.


ღონისძიებას აჭარის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


 

 

 

 






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner