7 ნოემბერს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში მიხეილ ხერგიანის დაბადებიდან 85 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილია მიხეილ ხერგიანის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტომასალა, სვანი მხატვრების ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები. სპეციალურად ამ გამოფენისთვის სვანეთიდან ჩამოვიდა მესტიის ანსამბლი „რიჰო".
გამოფენა გაგრძელდება 16 ნოემბრამდე.