logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენი ინიციატივაა დავაფუძნოთ სტარტაპის დაფინანსების ინსტიტუტი, რომელიც საერთაშორისო გამოცდილებას ეყრდნობა!
- +

20 თებერვალი. 2016. 21:49



საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში ისაუბრა იმ ადამიანებზე, რომლებიც მძიმე მდგომარეობაში არიან და აღნიშნა, რომ ბიზნესის ხელშეწყობა მნიშვნელოვანია, რათა მეტი ადამიანი დასაქმდეს. მისივე თქმით მთავრობა ითვალისწინებს საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებებს და ამ გზით მიდის სტარტაპის დაფინანსების მექანიზმებშიც.


მთავრობის ინიციატივა, დააფუძნოს სტარტაპის დაფინანსების ინსტიტუტი და  შექმნას მექანიზმები, რომლებიც  საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებას ეყრდნობა. ბიზნესისთვის ბიუროკრატიული ბარიერების მოხსნა და ბიზნესის გაიოლება, ეს  ნაბიჯი მიმართულია იქითკენ, რომ ბიზნესს შევუმსუბუქოთ ბიუროკრატიული ტვირთი, მაგრამ მეორე მხრივ,  ეს არის პირდაპირ გადადგმული ნაბიჯი, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს  გავუუმჯობესოთ ცხოვრება. როცა რაიმე წარმატებებზე ვსაუბრობ, არ მინდავინმემ  ერთი წამით ჩათვალოს, რომ ვერ ვხედავ, ან ვერ ვაცნობიერებ იმ სურათს რაც ქვეყანაში არის. პირდაპირ ვიტყვი, რომჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფება, განსაკუთრებით რეგიონებში. სოფელში, ცხოვრება არ არის საამური, სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი ხელი შევუწყოთ ბიზნესს, მოვიზიდოთ მეტი ინვესტიციები, რათა მეტი ადამიანი დასაქმდეს.  განვავითაროთ სოფლის მეურნეობა, სოფლად დავასაქმოთ ადამიანები და ინდუსტრიული მიმართულებები განვავითაროთ. ჩვენი ინიციატივა, დავაფუძნოთ სტარტაპის დაფინანსების ინსტიტუტი და შევქმნათ მექანიზმები, ეყრდნობა საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებას. არსებობს ამის ძალიან წარმატებული პრეცედენტები. ჩვენ დაკვირვებით ვიზიარებთ იმ  წარმატებულ გამოცდილებას, რომელიც  ისრაელში, ბალტიისპირ და  ბალკანეთის ქვეყნებში არსებობსყურადღებით ვსწავლობთ მათ მიერ დაშვებულ შეცდომებსაც.

 

ეკონომიკურმა საბჭომ უკვე განიხილა პროექტის პირველადი ვერსია და ალბათ, მაისში უკვე გავუშვებთ ამ მექანიზმს და ფუნქციონირებას დაიწყებს. რაც შეეხება სხვა მსგავს მექანიზმებს, რომლებიც უკვე გვაქვს, „აწარმოე საქართველოში" და სასოფლო-სამეურნეო პროექტების დაფინანსება, არცერთი თეთრი არ არის გადაგდებული. თანხა ხმარდება კონკრეტულ საწარმოებს და არვითარ შემთხვევაში არ არღვევს კონკურენტულ გარემოს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

 

შევიმუშავეთ ისეთი მექანიზმები, რომლებიც მხოლოდ დამწყებ პერიოდს ემსახურება. მაგალითად, „აწარმოე საქართველოში" პროცენტის სუბსიდირებას ახდენს მხოლოდ 2 წლის განმავლობაში, შემდეგ კი კომპანია შედის სრულ კონკურენციაში სხვა კომპანიებთან. ანუ, ჩვენ გავითვალისწინეთ საბაზრო კონიუნქტურა, გამოვიყენეთ საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილება და ამ გზით მივდივართ სტარტაპის დაფინანსების მექანიზმებშიც",- აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner