ფოთში დაკარგული 28 წლის გიგა გოგოხია გარდაცვლილი იპოვეს. "ინტერპრესნიუსთან" საუბარში გარდაცვლილის ახლობელი ხვიჩა შონია ამბობს, რომ ცხედარი ოჩამჩირეში ზღვამ გამორიყა.
მისივე ინფორმაციით, გვამი სოხუმის პროზექტურაშია გადასვენებული და მას ექსპერტიზა უტარდება. გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ხვიჩა შონიას ინფორმაციით, ოჯახის ახლობლები აფხაზეთის სოფელ საიბერიოში არიან და გარდაცვლილის გადმოსვენებას ელოდებიან.
28 წლის გიგა გოგოხია ფოთში 1-ელ აპრილს გაუჩინარდა და მას ამ დრომდე ეძებდნენ.