logo_geo
eng_logo
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ უკრაინულ მხარეს მეგის ქარდავას ექსტრადიციის თაობაზე ყველა შესაბამისი დოკუმენტაცია უკვე გადაუგზავნა
- +

8 ნოემბერი. 2017. 16:34


 

„საქართველოს პროკურატურამ უკრაინის შესაბამის უწყებებს უკვე მიაწოდა დოკუმენტაცია საერთაშორისო ძებნაში მყოფი მეგის ქარდავას ექსტრადიციის თაობაზე", - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" მთავარ პროკურატურაში განუცხადეს. როგორც უწყებაში განმარტავენ, უკრაინული კანონმდებლობის თანახმად, სასამართლო, ძებნილი პირის დაკავებიდან 40 დღეში ამოწმებს, მიღებულია თუ არა ექსტრადიციის მომთხოვნი ქვეყნიდან შესაბამისი საექსტრადიციო დოკუმენტაცია.


„საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ, უკრაინის გენერალურ პროკურატურასა და იუსტიციის სამინისტროში უკვე გადაგზავნილია დოკუმენტაცია საერთაშორისო ძებნაში მყოფი მეგის ქარდავას ექსტრადიციის თაობაზე. ძებნილი პირის დაკავების შემთხვევაში, უკრაინის კანონმდებლობის თანახმად, ადგილობრივი კომპეტენტური სასამართლო დაკავებიდან 40 დღეში ამოწმებს, მიღებულია თუ არა ექსტრადიციის მომთხოვნი ქვეყნიდან შესაბამისი საექსტრადიციო დოკუმენტაცია. ვინაიდან საქართველოს პროკურატურამ აღნიშნული მასალები უკვე მიაწოდა უკრაინულ მხარეს, ადგილობრივი სასამართლო სწორედ ამ ვადის გასვლის შემდეგ გადაწყვეტს ქარდავას საექსტრადიციო პატიმრობის გაგრძელების საკითხს", - აცხადებენ პროკურატურაში.


მეგის ქარდავა უკრაინაში რამდენიმე დღის წინ დააკავეს. მას სასამართლომ 40-დღიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. მეგის ქარდავა საქართველოს პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა. მას ქართული საგამოძიებო ორგანო არაერთი დანაშაულის ჩადენას ედავება, რომელთაგან ნაწილზე სასამართლოს უკვე გამოტანილი აქვს განაჩენი.









 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner