-
+
8 ნოემბერი. 2017. 18:32
9 ნოემბერს, 11:00 საათზე, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას" მე-11 პავილიონში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, „თბილისის წიგნის დღეები 2017" გაიხსნება. ფესტივალის გახსნას ქართული ეროვნული წიგნის ცენტრის ხელმძღვანელი დეა მეტრეველი, წიგნის ხელოვნების ფესტივალის კურატორი ოთარ ყარალაშვილი დაესწრებიან.
საგამოფენო ცენტრი ოთხი დღის მანძილზე წამყვან ადგილობრივ და რეგიონულ გამომცემლობებს, კვლევის ლაბორატორიებს, წიგნის მაღაზიებს და დისტრიბუტორებს უმასპინძლებს. ფესტივალის ფარგლებში „ექსპო ჯორჯიას" მე-5, მე-6 და მე-11 პავილიონებში დაგეგმილია გამომცემლობებისა და ავტორების პრეზენტაციები, წიგნის ხელოვნების ფესტივალი, ლექციები, მასტერკლასები, გამოფენები და გასართობ-ინტელექტუალური პროგრამები ბავშვებსა და მოზარდებისთვის. ოთხი დღის განმავლობაში სტუმრებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ მნიშვნელოვანი ფასდაკლებით ყველა წიგნზე, რომელიც წარმოდგენილია ქართულ ბაზარზე.
პარალელური ღონისძიებები:
- 9 ნოემბერი, 12:00 საათი, მე-11 პავილიონი - ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი წარმოადგენს შუალედურ პრეზენტაციას 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს მონაწილეობის შესახებ სტუმარი ქვეყნის სტატუსით. დაინტერესებულ აუდიტორიას მიაწოდებს ინფორმაციას, ბოლო წლების განმავლობაში, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით განხორციელებული ქართველი ავტორების გერმანულენოვანი თარგმანების შესახებ.
- 11 ნოემბერი, 16:00 საათი, მე-6 პავილიონი - „თბილისის წიგნის დღეეები 2017"-ის ფარგლებში მიმდინარე წიგნის ხელოვნების ფესტივალის მთავარი ღონისძიება, წიგნის ილუსტრაციის გამოფენები, წიგნების და პროექტების პრეზენტაციები. ღონისძიებას დაესწრებიან მხარდამჭერი ორგანიზაციები და საელჩოს წარმომადგენლები. ფესტივალი წარმოგიდგენთ:
- 9-12 ნოემბერი, მე-5, მე-6 პავილიონები - „გაუცინარი ხელმწიფე" - ქართული ილუსტრაციის გამოფენა და 14 ქართველი ილუსტრატორის მიერ დასურათებული 21 ქართული ხალხური ზღაპრის კრებულის პრეზენტაცია, რომელიც გამომცემლობამ „NordSüd" გამოსცა ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დიდსულოვანი მხარდაჭერით.
- პოლონური დიზაინის კვირეული 2017: „ნუ გაბრაზდებით" - ახალი პოლონური ილუსტრაცია - 19 ახალგაზრდა პოლონელი ილუსტრატორის გამოფენა და წიგნის პრეზენტაცია. წიგნს თავად გამომცემელი პრჟემეკ დებოვსკი წარადგენს. პროექტი განხორციელდა პოლონეთის კულტურისა და ეროვნული მემკვიდრეობის სამინისტროს დიდსულოვანი მხარდაჭერით.
- 9-12 ნოემბერი, მე-6 პავილიონი. ფოტოწიგნის გამოფენა - ბოლო წლებში ქართველი ხელოვანები და ფოტოგრაფები სულ უფრო მეტ ინტერესს იჩენენ ფოტოწიგნის მიმართ. 2017 წელს ხელოვნების ეს მიმართულება საქართველოში ძალიან სწრაფად განვითარდა. გამოფენაზე წარმოდგენილია 20 ქართველი ფოტოგრაფის ფოტოწიგნები უცხოელ სახელოვან ფოტოგრაფთა წიგნებთან ერთად.
- საერთაშორისო კონკურსი „წიგნის საუკეთესო დიზაინი" წიგნის დიზაინის კონკურსი „მსოფლიოს ულამაზესი წიგნები" ამ სახის ერთადერთი კონკურსია მსოფლიოში. კონკურსი 1963 წლიდან ტარდება ლაიფციგში. საქართველოს დღემდე არ მიუღია მონაწილეობა ამ კონკურსში. 2017 წელს თბილისის წიგნის ხელოვნების ცენტრი აცხადებს კონკურსს "საქართველოს ულამაზესი წიგნები". მოწოდებულ წიგნებს შეაფასებს საერთაშორისო ჟიური 2017 წლის თბილისის წიგნის დღეების დროს. შერჩეულ წიგნები გადაიგზავნება საერთაშორისო კონკურსზე და გამოიფინება ფრანკფურტში 2018 წელს.
გამარჯვებული წიგნების პრეზენტაცია გაიმართება 12 ნოემბერს 17:00 საათზე მე-11 პავილიონში.
- 9-12 ნოემბერი, მე-11 პავილიონი. აქცია: გავცვალოთ წიგნები - ღონისძიება აერთიანებს მონაწილე გამომცემლობებს და დამთვალიერებლებს - დამთვალიერებლები მოიტანენ წიგნებს, წაუმძღვარებენ რამოდენიმე წინადადებას ნაწარმოების მიერ მოხდენილი შთაბეჭდილების შესახებ და გაცვლიან მათ გამოცემლების მიერ მოწოდებულ წიგნებში. დარჩენილი წიგნები მოხმარდება ქველმოქმედებას.
პროგრამა ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის:
- 9-12 ნოემბერი, მე-11 პავილიონი. აზროვნების აკადემია - ლეტერატო ყოველდღიურად გამართავს კლასებს 10-დან 17 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის. კლასის განმავლობაში მიაწვდის ინფორმაციას კრიტიკული აზროვნების საჭიროების, ტექნიკებისა და კრიტიკული აზროვნების შედეგად მიღწეული ძირითადი სარგებლის შესახებ. კლასები ინტერაქტიულია. თითოეული კლასის ხანგრძლივობაა 1.5 საათი.
- 12 ნოემბერი, მე-11 პავილიონი. ელენე ჯიჯიაშვილი - 12 წლის ახალგაზრდა ავტორი, მოუყვება თანატოლებს თავისი ახალი ნაწარმოების და შემოქმედებითი პროცესის შესახებ. გააცნობს აუდიტორიას თავისი წიგნის პერსონაჟების სახელების შექმნის ისტორიას და წაიკითხავს ნაწყვეტებს ახალი ნაწარმოებიდან.
- 9-12 ნოემბერი, მე-11 პავილიონი. ყოველდღე 12-დან-14 საათამდე. „თბილისის წიგნის დღეები 2017"-ის ფარგლებში, ქართული საგანმანათლებლო და გასართობი თამაშების მწარმოებელი კომპანია „თამაშობანა"გაართობს ბავშვებს, მოზარდებს და მათ მშობლებს.
„თბილისის წიგნების დღეები 2017"-ის მედიამხარდამჭერია რადიო „შოკოლადი" და ასევე განახორციელებს მაუწყებლობას პირდაპირ ეთერში მიმდინარე ღონი