logo_geo
eng_logo
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის პროგრამაში „ერთი თბილი ოთახი“ 11 ოჯახია ჩართული
- +

8 ნოემბერი. 2017. 21:05


 

„ერთი თბილი ოთახი"-ს პროგრამაში ჩართული 11 ოჯახი ჯუმსა და ნარაზენში გამგეობის სოციალურ საქმეთა და ჯანდაცვის სამსახურის უფროსმა გოჩა კეკუტიამ და სოციალური დაცვის განყოფილების უფროსმა გოგი რევიამ მოინახულეს - ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.


გამგეობის ინფორმაციით, კომისიამ პრიორიტეტული ოჯახები ანკეტირების შედეგების შეჯამებისა და ვიზუალური (ფოტო) მასალის განხილვის შედეგად გამოავლინა.


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ახალი პროგრამა „ერთი თბილი ოთახი" მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახებისთვის ერთი ოთახის კეთილმოწყობას გულისხმობს. პროექტის ღირებულება 50 000 ლარია.







 

right_banner right_banner
არქივი
right_banner