logo_geo
eng_logo
ინგირში საცხოვრებელი ბინების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე
- +

8 ნოემბერი. 2017. 21:50


 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ინგირის ადმინისტრაციულ ერთეულში, ყოფილი აგროკომბინატის ტერიტორიაზე, სტიქიის შედეგად დაზიანებულ 15 კორპუსს, სარეაბილიტაციო სამუშაოები უტარდება - ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.


გამგეობის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, საცხოვრებელი ბინების გადახურვისა და ფასადის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს. 15 კორპუსის რეაბილიტაციაზე 271 852 ლარი იხარჯება.


წლის ბოლომდე, ინგირში, სტიქიის შედეგად დაზიანებული 30 საცხოვრებელი კორპუსის რეაბილიტაცია განხორციელდება, რომლის ღირებულება 630 000 ლარია.


სარეაბილიტაციო სამუშაოების თანხა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ფარგლებში, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ გამოიყო.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner