logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ჯეჯელავა: მასწავლებელს, რომელიც ჩადებს ენერგიას პროფესიულ განვითარებაში, ექნება უფრო მაღალი ხელფასი!
- +

9 ნოემბერი. 2017. 01:40


 

„გარდამავალ პერიოდში ჩვენ ქვეყანაში იქნება ორნაირი მასწავლებელი, ერთი, რომელიც ჩადებს ინვესტიციას და ენერგიას თავის პროფესიულ განვითარებაში, მას ეწოდება უფროსი მასწავლებელი და მისი ხელფასი იქნება უფრო მაღალი, ვიდრე საშუალო ხელფასი და მეორე, რომელიც  არ იქნება აქტიურად ჩართული პროფესიულ განვითარებაში და ხელფასი უფრო დაბალი ექნება",- ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად" სტუმრობის დროს განაცხადა.


„რაც შეეხება ევროპულ ქვეყნებს, სადაც ხელფასები უფრო მაღალია, უკვე გაიარეს ეს პროცესი.

 

არც ერთი ევროპელი პედაგოგი 14:00 საათზე მუშაობას არ ამთავრებს და დილიდან რვა საათამდე მუშაობენ, ჩართულები არიან ძალიან აქტიურად.

 

კიდევ ერთი მინდა ვთქვა, უნდა შევხედოთ ევროპულ ქვეყნებში მთლიანად სკოლაზე რამდენი ფული იხარჯება, პედაგოგის ხელფასი იქ ცალკე არ განიხილება. ევროპულ საშუალო ქვეყანას თუ ავიღებთ, ოცჯერ, ოცდახუთჯერ მეტი ფული იხარჯება ერთ მოსწავლეზე, ვიდრე საქართველოში.

 

ჩვენ ამ სტრატეგიის ფარგლებში აუცილებლად გავზრდით ანაზღაურებას, თუმცა, რა თქმა უნდა, იმ ფარგლებში, რის საშუალებასაც მოგვცემს ჩვენი ქვეყნის განვითარება" , -განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.







 

right_banner right_banner
არქივი
right_banner